„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან.
ისინი, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და სხვა წევრებს შეხვდებიან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”