ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა Google-ს ვარშავის ოფისში დაიწყო

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში Google Cloud Platform (GCP)-ის GCE (Google Compute Engine) პროდუქტის დეველოპმენტის კუთხით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვახოს გუნდი პასუხისმგებელია Google Cloud-ის მომხმარებლებისთვის ახალი, მარტივი, სანდო და უსაფრთხო IT ინფრასტრუქტურის მიწოდებასა და შემდგომ მის მხარდაჭერაზე. ეს ვახოს მეორე პროექტია Google-ში. თავდაპირველად იგი მუშაობდა GCVE (Google Cloud Vmware Engine) გუნდში.

ასევე დაგაინტერესებთ