დაღალე რეჟიმი! – პარლამენტთან აქცია გაიმართება

დაღალე რეჟიმი! ამ მოწოდებით ხვალ, 5 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონია”.
“ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.გელოდებით პარლამენტის წინ!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ათასობით ადამიანის პროტესტის მიუხედვად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსული კანონის“ ამოქმედებას ხელი ოფიციალურად მოაწერა. კანონი 3 ივნისს ოფიციალურად გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოღაიდელი: 6 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში, მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, კავშირზე ვიყავი მინისტრებთანაც და პრეზიდენტთანაც. სააკაშვილს შევთავაზე შეხვედრა და მიმდინარე მდგომარეობის განხილვა, თუმცა, არ არის საჭიროო მოთხრა და წავედი სახლში…

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას