გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი.
11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გველეთში, დარიალში, ლარსზე.
11:30-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, ქვემო ლისი, თხინვალა, მუხათწყარო 2-ის ტერიტორიაზე.
16:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ციხისძირი, სეთურნი, ზემო მლეთა, ზაქათკარი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა