უკრაინა იტალიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს მიიღებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, იტალიის მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება.
„მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის“, – აღნიშნა ტაიანიმ.
მისი თქმით, იტალია არ გაგზავნის სამხედრო პერსონალს უკრაინაში და იტალიური იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ