,,საქართველო იმბეცილის დონეზე ქვემოთ ჩამოიყვანეს, – არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და იდიოტური ლოზუნგებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ“ – დემურ გიორხელიძე

,,საქართველო იმბეცილის დონეზე ქვემოთ ჩამოიყვანეს, – არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და იდიოტური ლოზუნგებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ“ – დემურ გიორხელიძე
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ყველაფერი, რაც ხდება, ნებისმიერ დღეს
შეიძლება შეფასდეს როგორც
“casus belli.”
არ ვიცი, ჯერ-ჯერობით, მიაღწია თუ არა დასავლეთმა
ში ჯარების შეყვანის მუქარით (თუმცა,
ნაწილობრივ შეყვანილი ჰყავს) ს შეკავებას, –
საბრძოლო მოქმედებების სტაბილურ დონეზე შეჩერება
ხდება სრულიად გასაგები მიზეზით, –
გაცილებიღ დიდი ომის საფრთხეა, მათ შორის,
აშკარად – ბირთვული იარაღის გამოყენებით!
დასავლეთის საუბარი “ბლეფი” არ არის, –
სხვა გზა არა აქვთ! მათი მბრძანებელისთვის
ნატო და ევროკავშირი რესურსია, რომელიც უნდა
დაიხარჯოს!
მოკლედ, საშინლად დაძაბული სიტუაციაა და
საქართველო 30-წლიანი პროქსი-პარტიების, პროქსი-
არასამთავროებისა და პროქსი-საზოგადოების მეშვეობით
იმბეცილის დონეზე ქვემოთ ჩამოიყვანეს, –
არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ და იდიოტური
ლოზუნგებით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ.
როცა გონიერი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას
(კლასიკურ ეპოქაში როცა ირჩევვდა, არა საქართველოში,
არამედ, სადაც ირჩევდა), საღი ადამიანები წინა პლანზე
წამოსწევდნენ მთავარ საკითხს:
“როგორ იმოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი
და, მთლანობაში, ხელისუფლება კრიზისულ
ვითარებაში.”
ქართველები ჯერ აქამდე ვერ გაიზარდნენ და
მცირე შანსი რჩება, თუ არ გაირღვა სიტუაცია,
რომ ოდესმე ამაღლდებიან ამ აზროვნებამდე!
მიზანი მიღწეულია, –
განათლება განადგურებულია, განადგურებული
განათლების შედეგი სახეზეა! დარჩა მხოლოდ ბოლო
აკორდი, თუ ამის საშუალებას მივცემთ!
რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება საქართველოში, –
უდიდესი განსხვავებაა!
ტრაგიკულია თავისი გონებასიჩლუნგით,
რაც ხდება ჩვენში!”

ასევე დაგაინტერესებთ