გამოკითხვა: ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე ელის უდიდესი გამარჯვება ისტორიაში

ბრიტანეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, ლეიბორისტულ პარტიას მომავალი თვის საყოველთაო არჩევნებში ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ელის, მისი მაჩვენებელი გაუსწრებს 1997-ი წლის მონაცემს, როცა პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დროს გაიმარჯვა – წერს ვებსაიტი YouGov 3 ივნისს.
მრავალდონიანი რეგრესიისა და პოსტსტრატიფიკაციის (MRP) სტატისტიკური მეთოდით ჩატარებული გამოკითხვა წინასწარმეტყველებს, რომ ლეიბორისტული პარტია მოიპოვებს 422 ადგილს, რაც მათ მისცემს 194-მანდატიან უმრავლესობას, ხოლო მმართველ კონსერვატორებს არჩევნებზე ელით უდიდესი მარცხი, საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ ს კონსერვატორული პარტია, ამ ვარაუდით, მოიპოვებს 140 ადგილს – რაც მხარდაჭერის ყველაზე დიდი ვარდნაა 1906 წლის შემდეგ.
მონაცემები შეგროვდა და დამუშავდა 58 000-ზე მეტი მოქალაქის გამოკითხვით.
ფორუმი