„მიუღებელია რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ” – კახა კალაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.

ამ ამბავს ბევრი დეპუტატი თუ პოლიტიკოსი გამოეხმაურა და მათ შორისაა თბილისის მერი .

აი რას ამბობს ის:

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა საცხოვრებელი ბინების კედლების. „ტიკტოკებიც“ არის ჩაწერილი.

ზოგადად, ცუდია ეს დამოკიდებულება და ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისაც მართლა გვაქვს სურვილი, შევამციროთ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური, რადგან ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ეს ძალიან ცუდია. ყველამ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის დაგმობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ადამიანებს თავიანთი ხელწერა არ შეუცვლიათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იმავეს აკეთებდნენ უფრო მძიმე ფორმებით, პირდაპირ კლავდნენ და აუბედურებდნენ. დღეს მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ ბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით.

თუ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, იცით, რა სიტყვებით ამკობენ მას. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ამით გამოირჩეოდნენ – სადიზმით, სიბოროტით. თუკი რაიმე უბედურება და სიბოროტე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა