“ლა ლიგიდან არ წავალ, რათა რასისტებმა ჩემს სახეს კიდევ დიდხანს უყურონ” – ვინისიუს ჟუნიორი

“რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ლა ლიგის დატოვებას არ გეგმავს და კარიერის გაგრძელება “რეალში” სურს.
“არასდროს მიფიქრია, რომ “რეალიდან” წავსულიყავი, რადგან ამ შემთხვევაში რასისტები გაიმარჯვებენ. აქ ვრჩები, რათა რასისტებმა ჩემი სახე უფრო და უფრო ხშირად დაინახონ.
გამბედაობა არ მაკლია, “რეალში” ვთამაშობ და უამრავ ტიტულს ვიგებთ, ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონს”, – განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.