FT: „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენზე რუსეთსა და ჩინეთს შორის გარიგება ჩიხში მოექცა

რუსეთის მცდელობები, ჩინეთთან მიაღწიოს გარიგებას „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენის ასაშენებლად, ჩიხში მოექცა ფასებსა და მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო. ამის შესახებ Financial Times-ის წყაროები იტყობინებიან.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ჩინეთი აპირებს, „ციმბირის ძალა 2“-ის მეშვეობით მიწოდებულ გაზში გადაიხადოს ფასი, რომელიც ახლოსაა რუსეთში საწვავის შიდა ფასებთან, რომელთა სტაბილურობას სახელმწიფო სუბსიდიები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პეკინს სურს შეიძინოს მხოლოდ მცირე ნაწილი 50 მილიარდი კუბური მეტრი საწვავისა, რის მიწოდებაზეც არის გათვლილი გაზსადენის სიმძლავრე.
ამ საკითხზე უთანხმოება გახდა მიზეზი იმისა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი არ ახლდა თან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მაისში ჩინეთში ვიზიტის დროს.
მილერის არყოფნა ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებებში იყო „ძალიან სიმბოლური“, აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა ტატიანა მიტროვამ FT-სთან ინტერვიუში.
მილსადენთან დაკავშირებით პეკინის მკაცრი პოზიცია ცხადყოფს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა პუტინს სი ძინპინზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, აღნიშნავს გამოცემა.
„ციმბირის ძალა 2“-ის თაობაზე გარიგება ერთ-ერთი იყო სამი ძირითადი თემიდან, რომლებიც განიხილა პუტინმა სისთან შეხვედრაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს ასევე სთხოვა რუსეთში ჩინური ბანკების საქმიანობის გაძლიერებისა და ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაში ჩინეთის არმონაწილეობის შესახებ. პარასკევს პეკინმა გამოაცხადა, რომ არ დაესწრება უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტს ჟენევაში.
როგორც გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, ჩინურ ბანკებთან რუსეთის თანამშრომლობის მასშტაბები გაცილებით მცირე რჩება, ვიდრე მოსკოვმა მოითხოვა. მათი თქმით, ჩინეთი და რუსეთი განიხილავენ ერთი ან მეტი ისეთი ბანკის შერჩევის საკითხს, რომლებიც დააფინანსებენ რუსული თავდაცვის მრეწველობის კომპონენტებით ვაჭრობას, რასაც, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მოჰყვება მათ მიმართ ამერიკული სანქციების დაწესება.
კრემლმა არ უპასუხა კომენტარის თხოვნას, „გაზპრომმა“ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, განმარტავს FT.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა