საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც “გლობალური ომის პარტია” დამარცხდა “გლობალური მშვიდობის პარტიასთან

“საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც “გლობალური ომის პარტია” დამარცხდა “გლობალური მშვიდობის პარტიასთან”. სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სწორედ ამ კანონმა გაავლო ზღვარი საქართველოს მეგობრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
“საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც “გლობალური ომის პარტია” დამარცხდა “გლობალური მშვიდობის პარტიასთან”.
სადაც ომი, კოლონიალიზმი, ვასალური დამოკიდებულება დამარცხდა მშვიდობასთან, სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ სტაბილურობასთან. ამ უმარტივესმა 6-გვერდიანმა კანონმა გაავლო საზღვარი საქართველოს მეგობრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. აღმართა შლაგბაუმი კეთილსინდისიერებას, სიმართლეს, პარტნიორულ მოკავშირეობასა და სიცრუეს, სივერაგესა და არაკეთილსინდისიერებას შორის. გაავლო წითელი ხაზები ღირსებასა და მარიონეტულ ლაქიაობას, პატრიოტიზმსა და აგენტოკრატიას შორის. კანონი დაანონსდა 3 აპრილს, 41-ე დღეს მიღებული იქნა მესამე მოსმენით და მე-60 დღეს შევიდა ძალაში. გილოცავთ!” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას