“ჩელსის” “ნიუკასლისთვის” მამარდაშვილის წართმევა სურს” – ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.
ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ქართველის შეძენა “ნიუკასლს” სურს.
Evening Standart-ის ინფორმაციით, “მამარდას” დამატებით არამხოლოდ “კაჭკაჭები”, არამედ ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება და ვალენსიური გუნდის კარის დარაჯის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს “ჩელსიმ” “ბრაიტონიდან” რობერტ სანჩესი დაიმატა, თუმცა ესპანელმა იმედები ვერ გაამართლა. “ღამურები” მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ