ლევან დავითაშვილი – გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით – ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით – ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ბუნებრივია ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში უფრო რაციონალური მიდგომები იქნება.
„არაერთხელ გვქონდა საუბარი, რომ ემოციები სჭარბობს ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში უფრო რაციონალური მიდგომა იქნება, თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები მსჯელობა იქნება აღნიშნულზე და არა უბრალოდ კანონის მიღება-არ მიღებაზე. კანონი უკვე მიღებული იქნება. ამოქმედების პირობებში ჩვენ დავინახავთ კანონის მუშაობა როგორი იქნება. იცით, რომ თითოეულ კანონს სჭირდება აღსრულების პირობებში გარკვეული გამოცდა, ვფიქრობ, ასეც იქნება. საბოლოოდ, მივიღებთ შედეგებს, ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ბუნებრივია ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში