ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკი დღეს, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.
ზელენსკი შაბათ-კვირას სინგაპურში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ამერიკელ კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან, ასევე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ფორუმზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: რა უფრო კეთილშობილურია − ქუჩაში მიტოვებული, შიმშილისთვის განწირული ძაღლი… თუ სელექციური ევთანაზიის გამოყენება მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს?