გამჭვირვალობის კანონის შემოტანამ გამოამჟღავნა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ – ხათუნა ხოფერია (ვიდეო)

გამჭვირვალობის კანონის შემოტანამ გამოამჟღავნა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ყოფილი დეპუტატის თქმით, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფსევდოლიბერალურ ფლანგზე ახალი ლიდერები გამოჩნდნენ.
„ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ ოპოზიციას რეალურად ლიდერები არ ჰყავს. ისინი, ვინც არიან, მასისთვის არიან მიუღებლები. ანუ მიზანი, რომელიც ჰქონდათ და რომელიც [კანონის შემოტანით] დაჩქარდა, პრაქტიკულად შეუსრულებელი დარჩა. რას უნდა მოხმარებოდა თანხები, რომლებიც იყო გამოყოფილი? უნდა მოხმარებოდა ახალი ლიდერების მომზადებას, რომლებიც არჩევნებამდე ახალგაზრდობას, მათ მხარდამჭერებს მიიყვანდნენ და მერე დაიწყებოდა ს არალეგიტიმურად ცნობა. მაგრამ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ ისინი პრაქტიკულად ლიდერების გარეშე არიან, თანხების პრობლემაც არის“, – მიიჩნევს ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს