ჩინეთის თავდაცვის მინისტრი – აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია

ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დონ ჯუნმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ტაივანი ჩინეთისთვის „ძირითადი საკითხების ბირთვია“, მაგრამ ტაივანის მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტია“ თანდათან აგრძელებს სეპარატიზმს და ცდილობს წაშალოს ჩინური იდენტობა.
“ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ფანატიკური განცხადებები, რომლებიც აჩვენებს მათ ღალატს ჩინელი ერისა და მათი წინაპრების მიმართ. მათ ისტორია სირცხვილის ბოძზე გააკრავს”, – აღნიშნა ჩინეთის თავდცვის მინისტრმა.
მან ტაივანისთვის -ის მიერ იარაღის მიყიდვას ჩინეთის „წითელი ხაზების“ გამოცდა უწოდა.
„ისინი ტაივანისთვის უამრავი იარაღის მიყიდვას ახორციელებენ. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ სიგნალებს უგზავნის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და აიძულებს მათ ძალიან აგრესიულები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ უცხოური ძალების ნამდვილი მიზანია ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება