ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი, ზოჰრე ელაჰიანი, დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.
ყოფილმა პარლამენტარმა რეგისტრაციის შემდეგ თავისი საარჩევნო სლოგანი “ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება,” გააჟღერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17 ადამიანმა გამოთქვა.
ელაჰიანი იმ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის მომხრეა, რომლებიც მოძრაობა “ქალი, სიცოცხლე, მშვიდობის” ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდნენ. ამ პოზიციის გამო კანადამ, მარტში, მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
მანამდე ირანის “გუშაგთა საბჭო” ქალებს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საშუალებას კონსტიტუციის 115-ე მუხლის მიხედვით არ აძლევდა. ზოჰრე ელაჰიანის რეგისტრაციამდე, ირანის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, “კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის” გამო სამი ქალი არ დაარეგისტრირეს.
ირანში, პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას