აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია – დევნილები დღეს მსვლელობას გამართავენ

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანებას!” , – დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დღეს – 2 ივნისს, 20:00 საათზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო მარში გაიმართება. დან დევნილები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
“აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია! შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გესახებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით! ჩვენ აფხაზეთში ღირსეულად უნდა დავბრუნდეთ! მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანებას! შინ ევროპაში!”, – წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.