სერია B-ში დაქვეითებულ “ფროზინონეში” 21 წლის შემტევის გიორგი კვერნაძის დარჩენის საკითხის შესახებ წერილი tuttofrosinone-მა გამოაქვეყნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კლუბი სავარაუდოდ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, შეიძლება გიორგი კვერნაძის, რომელსაც მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავის გამოჩენის შანსი ფაქტიურად არ მისცა (ყველა ტურნირზე 189 წუთი ათამაშა) შენარჩუნება გადაწყვიტოს და ფოთის “კოლხეთისგან” გამოისყიდოს.
ეს თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ “ფროზინონე” ფასის დაკლებას შეეცდება.
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ახალ სეზონში კლუბის სპორტული და გუნდის ხელმძღვანელი.