ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, მერიის ცნობით, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს