„მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

ძლიერი ელჭექი, სეტყვა და გაძლიერებული ქარი, – გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო ორი დღის ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
“31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი