1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე – კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.
დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:
17:00-21:30 სთ
❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა;
❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;
❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
❖ ბროშების დამზადების სადგური;
❖ მეზღაპრის კუთხე;
❖ თითების თეატრის წარმოდგენები;
❖ VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
❖ საპნის ბუშტების შოუ;
❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;
❖10-მდე საბავშო-გასართობი სადგური;
❖საბავშვო ატრაქციონები;
❖ მინი გოლფი;
❖სკეიტ შოუ;
❖ფოტოზონა-გიფერი;
❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;
❖ზღაპრის გმირები;
❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;
❖20:00- რანინას კონცერტი
დასწრება თავისუფალია!

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი