Lequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ს უთხრა – დიახ. რას გადაწყვეტს “ნაპოლი”?

ხვიჩა კვრაცხელიათი პსჟ-ის დაინტერესება სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ამას უკვე ავტორიტეტული ევროპული გამოცემები ადასტურებენ და კონკრეტულ ინფორმაციებსაც ავრცელებენ, რომელთა მხოლოდ სატრანსფერო ფასების შეთავაზებებია განსხვავებული.
მაგალითად, “რეპუბლიკას” ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” 110 მილიონის გადასახდელადაა მზად, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი 130 მილიონს ითხოვს.
ახლახან “ეკიპმა” გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ახლა პირობები კლუბებმა უნდა შეათანხმონ – იტალიური მედიის ინფორმაცია 100-მილიონიანი შეთავაზების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება, სურთ 60 მილიონი გადაიხადონ და ფასის
შესამცირებლად “ნაპოლის” რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმონ.
მალე “ნაპოლის” ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ერთად გადაწყვეტს ხვიჩას საკითხს.