საქართველოში ჩამოასვენეს ნიკოლოზ გელენიძე – უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლი

საქართველოში ჩამოასვენეს ში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე, რომელიც ბახმუტში, დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა და 15 ნოემბერს, საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. ქართველი სამხედრო უკრაინაში, ს წინააღმდეგ, სექტემბრიდან იბრძოდა.
„დედას უთხრა, რომ პოლონეთში სამუშაოდ მიდიოდა. მე კი მითხრა, პოლონეთში მივდივარ, სამთვიან სამხედრო კურსებზე და სამი თვის შემდეგ დავბრუნდები სახლშიო. პატარაობიდანვე ჯიუტი იყო. რასაც ჩაიფიქრებდა, ის უნდა შეესრულებინა. უკრაინაში რომ ჩავიდა, მერე დაურეკა დედას და უთხრა, სადაც იყო. ყოველ საღამოს ურეკავდა, რა თქმა უნდა, არ ეუბნებოდა, რომ წინა ხაზზე იბრძოდა. ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ უკან ვართ და არანაირი საფრთხე არ გვემუქრებაო. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, რომ წინა ხაზზე იყო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ გელენიძის ძმამ, დავით გელენიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო – ნიკოლოზ გელენიძე, თანამებრძოლებთან ერთად, ფრონტის ხაზიდან, ოქტომბერში დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ოჯახის თანახმად, ლევან ლობჟანიძე ბრძოლის ველზე 27 ოქტომბერს დაიღუპა.
„ნიკა და მამა ერთ დანაყოფში იყვნენ. ნიკას დაღუპვის ამბავი ჩვენთვის მეორე და არანაკლებ დიდი ტრაგედია იყო. ჩვენ ყოველთვის იმას ვუსვამთ ხაზს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამის ცხედრის დაბრუნება გვინდა და დღეებს ვითვლით, არ გვინდა, რომ მისი ცხედრის გამოსვენებას კიდევ ვინმე შეეწიროს. ჯერ მამის სიკვდილი არ გვქონდა გადახარშული და ნიკას ამბავი დაემატა. თან ნიკაც ჩემი ასაკის იყო და ასეთ ასაკში, ასე სიკვდილი“, – აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ლევან ლობჟანიძის შვილი, თაკო ლობჟანიძე.
ნიკოლოზ გელენიძის პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში შედგა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, საომარ მოქმედებებში 57 ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი ცხედრები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია