კონტეს პრეზენტაცია თეატრში ჩატარდება – დე ლაურენტისი სამზადისშია

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ ანტონიო კონტე “ნაპოლის” მალე ჩაიბარებს.
რომანოს ცნობით, კონტემ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ყველა დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე გამზადებულია.
კონტეს სეზონური გასამრჯელო 7-8 მილიონი ევრო პლუს ბონუსები იქნება და ის ტრანსფერებზე 230 მილიონ ევროს მიიღებს.
დე ლაურენტისი კონტეს პრეზენტაციას ნეაპოლის სან კარლოს თეატრში მოაწყობს – სამზადისი დაწყებულია.