ბათუმის დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ს დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.
მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გორის დილას გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა 2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.
კოლხეთი – სამგურალის მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ.

ასევე დაგაინტერესებთ