ქართული სოფლის მეურნეობა მოიცავს ყველაფერს — მევენახეობიდან და მებაღეობიდან მეცხოველეობამდე და მარცვლეულის წარმოებამდე. მინდვრების ხვნა, ნიადაგის დამუშავება, მოსავლის მოვლა თუ საქონლის ტრანსპორტირება ფერმერების ყოველდღიურობის ნაწილია. ამ ოპერაციების შესასრულებლად კი ტექნიკურად და ფინანსურად ეფექტური ტრაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი დავალებების შესასრულებლად გამოიყენება “Goldoni”, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს.
“Goldoni” 1926 წელს დაარსებული იტალიური კომპანიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაშია სპეციალიზებული და პატარა, მრავალმხრივი ტრაქტორებითაა ცნობილი. ისინი იდეალურად ერგება მცირე და საშუალო ზომის ფერმების საჭიროებებს.
განსაკუთრებით დადებითად “Goldoni”-ს კომპაქტური ტრაქტორების ნიშურ ბაზარზე აფასებენ. შესაბამისად, ლოიალური მომხმარებლების ბაზა ვენახების, ბაღებისა და სათბურების მფლობელებს აერთიანებს, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ეს ტექნიკა მოიცავს დიდი ტრაქტორის მახასიათებლებს კომპაქტურ ზომებში.
“Goldoni”-ს ტრაქტორების შესაძლებლობებისა და ქართული სოფლის მეურნეობის საჭიროებების გაანალიზება დაგვეხმარება იმის დადგენაში, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ეს ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის. ვინაიდან ტრაქტორის შეძენამდე აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა დასამუშავებელი რელიეფი, ზომა, მოსავლის ტიპი და ბიუჯეტი, ჩვენც ამ მონაცემებს განვიხილავთ.
დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პატარა ფერმებისა და განსხვავებული ლანდშაფტისთვის, მათ შორის მთიან რეგიონებსა და ვენახებში, „გოლდონის“ კომპაქტური ტექნიკის მანევრირება და სისწრაფე შეიძლება მოგებიანი იყოს.
კომპანიის ტექნიკა ცნობილია საიმედოობითა და ეფექტიანობით. ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აღჭურვილობით, რომელიც რთულ რელიეფსა და ამინდს გაუძლებს. ტრაქტორები საჭიროებს მინიმალურ მოვლას, ეს განსაკუთრებით ღირებულია იმ რეგიონებში, სადაც სათადარიგო ნაწილებზე წვდომა და მომსახურება შეიძლება შეზღუდული იყოს. ამავდროულად, ცხელი ზაფხულიდან ცივ ზამთრამდე, ის შეუფერხებლად მუშაობს.
მათთვის, ვინც ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს, “Goldoni”-ს ტრაქტორების საწვავის ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საწვავის ნაკლები მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში საოპერაციო ხარჯების შემცირებას ნიშნავს, რაც ხელსაყრელია ფერმერებისთვის, რომელთა მიზანი მაქსიმალური მოგებაა. თან გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებით ეს ტრაქტორები არა მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის უფრო მდგრად მომავალს.
სხვადასხვა ტიპის მიწების დამუშავებით, სხვადასხვა კულტურის მოყვანით, სიმძიმეების გადატანის ფუნქციით ეს ტრაქტორები ფერმერებს საშუალებას მისცემს, გაზარდონ მოსავლიანობა და გააუმჯობესონ ეფექტიანობა. იქნება ეს პატარა საოჯახო მეურნეობა თუ მსხვილი აგრობიზნესი, “Goldoni”-ს ტრაქტორები უზრუნველყოფს, რომ ყველას ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სექტორში განვითარების შესაძლებლობა.
—
„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა არგი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.