NATO-ს მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა – New Lines Magazine

საქართველოში NATO-ს მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა, ამის შესახებ განცხადება დღეს, 31 მაისს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მათი თქმით, რომ პროექტი დასრულდა მარტში. ინფორმაციას New Lines Magazine ავრცელებს.
„ამჟამად განვიხილავთ ჩვენს პოზიციას საქართველოსთან სამომავლო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ”, – განაცხადა ლორდთა პალატის წევრმა, თარიქ აჰმადი.
გამოცემა წერს, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო 3 ათწლეული მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს. დღეს კი დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის ზღვარზეა, რაც პოტენციურად დააბრუნებს შავი ზღვის ქვეყანას წარსულში და საშუალებას მისცემს რუსეთს, კვლავ განამტკიცოს თავისი როლი რეგიონში.
New Lines Magazine-ი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშ შემდეგ ინქა მიღებული, რაც 10 თვის წინ, Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და ში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა თითქოს საპირისპიროს აკეთებდა და ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, საკუთარი პოლიტიკის მხარდაჭერის საჩვენებლად.
„ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მედიის განვითარების ფონდმა და სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ის ყალბი FACEBOOK ანგარიშები, რომლებიც მთავრობას იცავდნენ, მთავრობის მიერ იყო მართული. გამოჩნდა, რომ ქვეყნის ლიდერები, სავარაუდოდ, ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, მათი პოლიტიკის მხარდაჭერის საჩვენებლად. წლის ბოლომ Meta-მ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ტროლების ქსელი გააქმა, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებად ასაღებდნენ თავს”.
ამას გარდა, გასული წლის მაისში Meta-მ დახურა 80 ექაუნთი, 26 გვერდი და 9 ჯგუფი Facebook-ზე და კიდევ 2 ინსტაგრამის ანგარიში, რომელიც ასოცირებული იყო StratComs-თან კოორდინირებული არა ავთენტური ქცევისთვის – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტროლინგისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ