კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში და ს ოლქში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში.
31 მაისს, დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს საოკუპაციო ძალებმა კიევს კურსკის ოლქიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი კ“, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა კერძო სახლი, ავტოსამრეცხაო, სასაწყობე შენობა და 6 ავტომობილი. არავინ დაშავებულა.
ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს 5 საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით დამატებით დახმარებას, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ