დონალდ ტრამპი დამნაშავედ სცნეს მონაცემების გაყალბებაში

აშშ-ის ექსპრეზიდენტი, ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში, რითიც ტრამპი იქცა -ის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა.
მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საქმეზე, სანამ 30 მაისს განაჩენს გამოიტანდნენ. განაჩენის გამოტანისთვის მსაჯულებს ერთხმად უნდა დაესკვნათ, რომ ტრამპმა – რომელიც მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია – თავისი კომპანიის დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემები შეიტანა, ან სხვა პირს უბიძგა ამის გაკეთებისკენ, და რომ ის მოქმედებდა სხვა დანაშაულის ჩადენის ან დაფარვის განზრახვით.
სასამართლო დაიწყო აპრილში, მოსამართლე ხუან მერჩანის ხელმძღვანელობით – რომელმაც სასჯელის განსაზღვრის დღედ 11 ივნისი დააწესა. საქმიანი მონაცემების გაყალბებისთვის მაქსიმალური სასჯელი ოთხწლიანი პატიმრობაა, თუმცა მოსამართლემ შესაძლოა გადაწყვიტოს პირობითი თავისუფლების, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს გაწევის მისჯა.
დამნაშავედ ცნობის მიუხედავად ტრამპს არ ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ან თანამდებობის დაკავება, თუკი ის შეძლებს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ს დამარცხებას. გავრცელებული მოლოდინით, რესპუბლიკური პარტია მას კვლავაც დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად ივლისში – რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მას სასჯელის ზომას შეუფარდებენ.
ვერდიქტზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ ის “ძალიან უდანაშაულო კაცია”, და რომ “ჭეშმარიტ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს”.
ტრამპს ბრალი გასული წლის მარტში წაუყენეს, და ის უკავშირდებოდა 130 000 დოლარს, რომელიც ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა გადაუხადა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ ქალს, სტორმი დენიელსს, მისი გაჩუმების მიზნით. სტორმი დენიელსი აცხადებდა, რომ მას ტრამპთან სექსუალური კავშირი ჰქონდა 2006 წელს. ტრამპს ბრალად ედებოდა კოენის მიერ გადახდილი თანხის ფალსიფიცირებული რეგისტრირება იურიდიულ გადასახადად, რათა დამალულიყო ის, რომ თანხა პირის გაჩუმებისთვის გადაიხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა