მიხეილ სარჯველაძე – ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს.
ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გამოსვლისას აღნიშნა.
მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას: მაგალითად, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით, 2019 წელს დაიხარჯა 36 მლნ ლარი, 2020 წელს – 39 მლნ ლარი, 2021 წელს – 123 მლნ ლარი, 2022 წელს – 143 მლნ ლარი, 2023 წელს – 174 მლნ ლარი, ხოლო წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს.
გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია