მიხეილ სარჯველაძე – ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად უმაღლეს ნიშნულზეა.
ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მ, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა, დეპუტატებს, მიმდინარე კვირაში, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.
„მინდა გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. ამ შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, ამ თვალსაზრისით, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ