„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია

„ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.
შეგახსენებთ, გუშინ, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ს 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.