დომაგო იურიევიჩი: ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია და რეგულაციას საჭიროებს

„ჩვენ დავასკვენით, რომ ქართული მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის კონკურენციის ნაკლებობას, ამის მიზეზი კი ბაზარზე დომინანტი კომპანიის არსებობაა, რომელსაც საფუძვლიანი კვლევის მიხედვით, „მაგთიკომი“ წარმოადგენს. ბაზრის ანალიზის შედეგად შემუშავებული ვალდებულებები, რომელიც ComCom-მა „მაგთიკომს“ უნდა დააკისროს, მოხსნიან ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს შეუწყობენ ახალი მოთამაშეების შემოსვლას.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა ComCom-ის მიერ გამართული კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში გააკეთა.
დომაგო იურიევიჩის განცხადების მიხედვით, ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კვლევა ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით განახორციელეს. მისივე თქმით, კვლევით დადგინდა ისიც, რომ არაკონკურენტული გარემო ბაზრის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რომლის ძირითად ინდიკატორებსაც ინოვაციური ტექნოლოგიების სიმწირე, ოპერატორთა მაღალი მომგებიანობის მაჩვენებელი (EBITDA მარჟა) და შემოსავლების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს.
ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ ქართულ ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ერთი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO), მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების ბაზარზე არაერთი მსგავსი კომპანია არსებობს, რაც, ამ უკანასკნელზე დაბალ ბარიერებსა და შესაბამისად – ნაკლებ რეგულაციებს განაპირობებს.
შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტმა ქართული ბაზრის კონკურენციის პრობლემების აღმოფხვრასა და გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, „მაგთიკომისთვის“ დაშვების ვალდებულებების დაკისრებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორმა საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მსურველ კომპანიებს წვდომა უნდა მისცეს:
„კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა დაშვების მსურველმა ოპერატორებმა, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, უნდა შეძლონ „მაგთიკომის“ ინფრასტრუქტურაზე დაშვება და ქსელის გამოყენება. ამგვარად, ეს მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და ამასთან, გამოიწვევს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფასებს შეამცირებს“ – აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა.
ინფორმაციას კომუნიკაციების სააგენტო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს