ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში გამარჯვება გარანტიაა, რომ პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჩინური კომპანიის მიმართ სპეკულაციები ვრცელდება, თუმცა კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო ჩინურ ტვირთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა კონსორციუმმა, გადავადებების მიუხედავად, ინვესტორის მოზიდვა ვერ შეძლო.
„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიასთან დაკავშირებულ პროცესებში. მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა წლების განმავლობაში ვერ შეძლეს. შესაბამისად, ცდილობენ ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას.
ჩინური კომპანიის მონაწილეობით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები უადგილოა, ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამითაა ნაკარნახევი ანტი ჩინური კამპანია“, – თქვა მ.