„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის გახსნას… ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – ირაკლი კობახიძის განცხადება
მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი დასრულდა.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ობახიძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში და მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, სრულიად შეიცვალა იერსახე ქალაქის ამ ტერიტორიამ, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება.

მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, ს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. წარმატებები მინდა, ყველას გისურვოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ