ბაგებისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

დღეს, 29 მაისს, თბილისში, ბაგებისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის გასწვრივ, საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ახალი ხიდი 260 მეტრია და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება.
მერიის ინფორმაციით, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, 532 მეტრია.
ხიდის გახსნის ღონისძიებაზე თბილისის მერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი იმყოფებოდნენ. კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ახალი ხიდის პროექტზე მუშაობდა.
ხიდის მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ჯამში, პროექტის ღირებულებამ 36 400 000 ლარი შეადგინა.
მდინარე ვერეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაპირება მ გასცა ჯერ კიდევ 2017 წელს, თბილისის მერად პირველი ვადით არჩევამდე. მოგვიანებით, კალაძემ დაპირების შეუსრულებლობა ახსნა პანდემიით გამოწვეული შეფერხებით, რომელიც 2020 წელს დაიწყო.
ხიდის მშენებლობა კალაძის მერობის მეორე ვადაში დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია – „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული წესწყობილების მტერია

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა