„ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას“ – როგორი იყო საწარმოთა ინოვაციური აქტივობა გასულ წელს?

„ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას“ – როგორი იყო საწარმოთა ინოვაციური აქტივობა გასულ წელს?
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.8 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 6.2 პროცენტით. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.8 პროცენტი და 63.5 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 56.7 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.3 პროცენტი – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.1 პროცენტი შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 24.0 პროცენტი – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 22.9 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება – მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 18.9 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 47.9 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.7 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 35.3 პროცენტი – მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.
ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.