რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებით

რუსეთმა ზე მორიგი იერიში მიიტანა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 30 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს სარაკეტო-საავიაციო შეტევა.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობით, 8 საზენიტო მართვადი რაკეტა(С-300/С-400) იყო გამოყენებული ხარკოვის ოლქში. უკრაინის სხვა რეგიონებს სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან შეუტიეს 11 ფრთოსანი რაკეტით(Х-101/Х-555). გამოყენებული იყო „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 7 ფრთოსანი რაკეტა და 32-ვე დრონი ჩამოაგდეს ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, ვინიცის და ს ოლქებში.
დილის მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვერცერთი რაკეტა ვერ მოიგერიეს, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, საწარმო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ხარკოვში დაიჭრა 4 ადამიანი.
25 მაისს ხარკოვში 19 ადამიანი დაიღუპა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია