მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური ხანძარია – ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. რუსული მედიები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ დილის მდგომარეობით ცეცხლი 4 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის “კა-32” ვერტმფრენი მონაწილეობს.
არსებული ინფორმაციით, საწყობის პირველ და მეორე სართულებს შორის ტიხრები ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ