სულ არ ვარ ცუდ ხასიათზე, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება – “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი

სულ არ ვარ ცუდ ხასიათზე, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება – “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი
ლგბტ ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორი თამარ ჯაყელი ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ მთავარი ბრძოლა იწყება და სულაც არ გრძნობს თავს დამარცხებულად.
“სულ არ ვარ ცუდ ხასიათზე. არც დამარცხებულად ვგრძნობ თავს. პირიქით, მჯერა, რომ მთავარი ბრძოლა ახლა იწყება, როცა მთელმა საზოგადოებამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ კანონი კი არა, მთლიანად მთავრობაა გასაწვევი.
არჩევნებამდე რჩება 150 დღე. ჩვენ ვართ მრავალი, მართალი და მტკიცე. ჩვენი ოპონენტი კი იქნება მეტად და მეტად იზოლირებული, დასანქცირებული და დაშინებული.
ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი, ვიზრუნებთ ერთმანეთზე, ერთმანეთს გავიტანთ 26 ოქტომბრამდე.
ჩვენ ვიქნებით აქტიური, ხმას ავიმაღლებთ უსამართლობის წინააღმდეგ, ვესაუბრებით ყველას, ვინც ჯერ კიდევ არის მთავრობის პროპაგანდის მსხვერპლი.
ჩვენ მივალთ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. ჩვენ დავიცავთ საქართველოს საზოგადოების არჩევანს – რომელიც აუცილებლად იქნება პრო-დასავლური!
ბოლო თვემ აჩვენა, რომ ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს ფუნდამენტური საზოგადოებრივი ცვლილებები. ხუთ თვეში კი ჩვენი ერთობით აუცილებლად მივაღწევთ პოლიტიკურ ცვლილებებსაც!
მარად და ყველგან, საქართველოვ, ჩვენ ვართ შენთანა!”– წერს ჯაყელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა