სანდრო თოფურია – საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია, – ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ წევრი სანდრო თოფურია აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, რეალურ საარჩევნო გეგმაზე არავინ ფიქრობს.
„საქართველოს გარდა, პოლიტიკის მიმართ სადმე ასეთი მიდგომა თუ არსებობს, არ ვიცი – „რა დროს წინასაარჩევნო კამპანიაა, ქვეყანას გვართმევენ“ და ამაზე კოლექტიური გლოვაა. ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის დაზიანება -სთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და „ოცნების“ სანქცირება ოპოზიციისთვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემო არის, რომელიც რუსული კანონის მიღებამდე არც ისე კარგ ფორმაში იყო.
გამოსავალი არის ის, რაც პოლარიზაციის და კრიზისის საფუძველია პირველ რიგში, ს მოახლოება. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას პარლამენტში მოხვედრილი პარტიები დააკომპლექტებენ, მარტივი საქმე არ იქნება. იქნება მოსყიდვები, სტანდარტული ქართული არჩევნები, მაგრამ არავინ ფიქრობს რეალურ საარჩევნო გეგმაზე და როგორ განახორციელებენ ამ გეგმას, როცა პარლამენტში მოხვდებიან“, – აცხადებს სანდრო თოფურია, რომლის კომენტარსაც პარტია „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს