თბილისის მერია – ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა და ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. ამიტომ, საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია.
„დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან, ასევე მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალაროდან.
ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ