საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის ბიურომ ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების – “საქართველოსთვის“ და “თავისუფლების“, ასევე უფრაქციო დეპუტატების: არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, თამარ კორძაიას მიმართვები ცნობად მიიღო.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვას გამოუცხადეს ბოიკოტი
“დღეს, მესამე მოსმენით, ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განვიხილავთ. ბოიკოტი არ არის უხასიათობის გამო ბოიკოტი, დარბაზში ვიღაც არ მომწონს და ამის გამო ბოიკოტი, მეზარება და ბოიკოტი. ბოიკოტი იმას ნიშნავს, როცა პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებ ბოიკოტს.
გამოდის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მისი ყველა შემადგენელი ნაწილით ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას უცხადებს ბოიკოტს. ესეც კარგი მაჩვენებელია თუ სად არიან და რომელ მხარეს არიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ