Samsung წარმოგიდგენთ პრემიუმ Bespoke French Door მაცივარს

პირველად საქართველოში, Samsung Electronics გთავაზობთ პრემიუმ კლასის ე.წ ფრანგული კარის ახალ მაცივარს. Bespoke მაცივარი აერთიანებს უნიკალურ დიზაინს, ფართო სივრცესა და თანამედროვე სტილის, მოსახერხებელ ფუნქციებს.
პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: Alta-სა და Elit Electronics-ში.
უნიკალური, პრემიუმ კლასის დიზაინი
მაცივრის დიზაინს სამზარეულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. Bespoke დაგეხმარება შექმნა დახვეწილი, მოდური და უნიკალური სივრცე შენს სახლში.
გარდა ამისა, მაცივარს აქვს სრულად მომხმარებელზე მორგებული დიზაინი. გამოირჩევა განსაკუთრებული ტევადობით (540 ლ), აქვს ორი კარი და სასმელებისთვის განკუთვნილი სპეციალური თარო, გამჭვირვალე კარით.
უბრალოდ მიუახლოვდი და დაინახე

ასევე დაგაინტერესებთ