„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები ისრაელში იმყოფებიან – მედია

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები ისრაელში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო შემოწმება ეგვიპტეში ჩაუტარდათ და უკვე შემდეგ გადაიყვანეს ს საავადმყოფოში, სადაც ისინი ახლობლებთან შეხვედრას შეძლებენ. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, ელი ბინის თქმით, წითელი ჯვრის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირები ჯანმრთელად გამოიყურებიან.
გათავისუფლებულ მძევლებს შორის არის ორი 70 წელს გადაცილებული ქალი.
ცნობისთვის, კატარის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასმა” გაათავისუფლა 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ფილიპინების ერთი მოქალაქე.
შეთანხმების მიხედვით, ახლა ისრაელს აქვს ორი საათი, რათა გაათავისუფლოს 39 პალესტინელი.
ისრაელსა და „ჰამასს” შორის შეთანხმების შუამავალი კატარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ