Samsung წარმოგიდგენთ პრემიუმ Bespoke French Door მაცივარს

პირველად საქართველოში, Samsung Electronics გთავაზობთ პრემიუმ კლასის ე.წ ფრანგული კარის ახალ მაცივარს. Bespoke მაცივარი აერთიანებს უნიკალურ დიზაინს, ფართო სივრცესა და თანამედროვე სტილის, მოსახერხებელ ფუნქციებს.
პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: Alta-სა და Elit Electronics-ში.
უნიკალური, პრემიუმ კლასის დიზაინი
მაცივრის დიზაინს სამზარეულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. Bespoke დაგეხმარება შექმნა დახვეწილი, მოდური და უნიკალური სივრცე შენს სახლში.
გარდა ამისა, მაცივარს აქვს სრულად მომხმარებელზე მორგებული დიზაინი. გამოირჩევა განსაკუთრებული ტევადობით (540 ლ), აქვს ორი კარი და სასმელებისთვის განკუთვნილი სპეციალური თარო, გამჭვირვალე კარით.
უბრალოდ მიუახლოვდი და დაინახე
დაგრჩა სასმელი მაცივარში? ამის გასაგებად, ახლა უკვე საჭირო აღარ არის მაცივრის გაღება. Bespoke-ს აქვს სპეციალურად სასმელებისთვის განკუთვნილი თარო, გამჭვირვალე See-Thru კარით. მაცივართან მიახლოებისთანავე, მომენტალურად ინთება მისი შიდა სივრცე და გაძლევს საშუალებას, მარტივად დაინახო, რა დევს სასმელების სექციაში.
გამოიყენე საყინულის ნაწილი, როგორც მაცივარი
Bespoke მაცივრის Coolselect + ფუნქციის დახმარებით, საყინულის მარჯვენა მხარე შეგიძლია გამოიყენო, როგორც მაცივარი. Coolselect + არის საყინულის დამოუკიდებლად კონტროლირებადი განყოფილება, რომელსაც აქვს 5 რეჟიმი: გაყინვა, მსუბუქი გაყინვა, ხორცი/თევზი, ხილი/ბოსტნეული და სასმელები.
მიირთვი გრილი წყალი
ზაფხულის ცხელ დღეებში წყალი, ცივი ყავა ან ჩაი მოგინდა? – ეს შეგიძლია შენს ახალ Bespoke მაცივარს და მის ავტომატურად შევსებად წყლის კონტეინერს მიანდო.
როგორც კი დააჭერ რეჟიმს The Auto Fill Pitcher, კონტეინერი ავტომატურად აივსება წყლით. მეტი კომფორტისთვის კი, კონტეინერი გაძლევს საშუალებას, წყალში შეურიო ხილი ან სასურველი ინგრედიენტი, ცივი ჩაის მისაღებად.
გააღე მაცივარი ერთი შეხებით
მაცივრის გამოსაღებად თითის ერთი შეხებაც საკმარისია. ახალი Bespoke მაცივრის Auto Open კარებს აქვთ სპეციალური სენსორები, რომელთა შეხებისთანავე კარი ავტომატურად იღება. ასე შეგიძლია მარტივად გამოიღო მაცივრიდან სასურველი საკვები მაშინაც კი, თუ ხელები დაკავებული გაქვს.
ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება უკვე მარტივია
ალბათ ნაცნობია სიტუაცია, რომ მაცივრის კარის ხშირად გაღებას ვერიდებით ხოლმე, რადგან ეს ხელს უშლის ტემპერატურის შენარჩუნებას მაცივრის შიდა სივრცეში. ახალ Bespoke მაცივართან ერთად უკვე შეგიძლია შეინარჩუნო ოპტიმალური ტემპერატურა და შესაბამისად ჯანსაღი საკვები, მაცივრის ხშირად გაღების შემთხვევაშიც კი.
უკანა კედელზე დამონტაჟებული Metal Cooling Plate ინარჩუნებს ჰაერის დაბალ ტემპერატურას და სწრაფად აღადგენს ტემპერატურულ დანაკარგს მაცივარში.
Bespoke French Door მაცივარი იდეალურია შენთვის თუ ეძებ საუკეთესო მაცივარს შენი სამზარეულოსთვის. ისიამოვნე ჯანსაღი, გემრიელი და მუდმივად ცივი პროდუქციით ზაფხულის ცხელ დღეებში
შეიძინე ახალი Bespoke მაცივარი Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორებთან Alta და Elit Electronics-ში ან დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს საიტს: samsung.com.ge
(R)