ანალენა ბერბოკი – საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან – არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს.
მისი თქმით, არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა.
“საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან”,- წერს ბერბოკი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით