უახლოეს წლებში უკრაინა ვერც საპარლამენტო, ვერც ადგილობრივი და ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ ჩაატარებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახური“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
„მომავალ წელს არ მგონია, რომ არჩევნები იყოს საერთოდ. მომავალ წელს არ იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი ან საპრეზიდენტო არჩევნები“, – აცხადებს არახამია.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს.
