კატარმა განაცხადა, რომ 39 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს ისრაელის ციხეებიდან

ისრაელის ციხეებში დაკავებული სულ 39 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს ისრაელსა და „ჰამასს“ (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება) შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 ნოემბერს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების ჩარჩოებში ვადასტურებთ 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ს ციხეებში იმყოფებოდნენ.“
შეთანხმება, რომელიც გამოცხადდა კვირის დასაწყისში, გულისხმობს ორივე მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებების დროებით, ოთხი დღით შეჩერებას.
24 ნოემბერს რადიკალურ-ისლამურმა გაერთიანებამ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მთლიანობაში გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები. მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლებამ იკისრა ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილის გათავისუფლება.
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ. ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური მოძრაობა ისრაელში შეიჭრა, რის დროსაც 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დახოცილთა რიცხვი 13 000-ს აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ